ბიზნეს სიმულაციების შეჯიბრში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისგან შემდგარმა გუნდმა გაიმარჯვა.
შეჯიბრში SEU-ს გარდა, შემდეგი უნივერსიტეტები იღებდნენ მონაწილეობას:
აღნიშნული უნივერსიტეტები თანამშრომლობენ Revas Business Simulation-თან და შესაბამისად, მიწვეულ იქნენ მონაწილეობის მისაღებად Revas-ის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრში.
2022 წლის 5 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით, მიმდინარეობდა ჩემპიონატი ევროპის უნივერსიტეტებს შორის ბიზნეს სიმულაციებში - University BOSS.
მონაწილე გუნდებმა გაიარეს შვიდი რაუნდი, რომელიც მოიცავდა ვირტუალური ტურისტული კომპანიის შექმნას, მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო რესურსების შეძენას, ადამიანების დაქირავებას, ტურისტული პაკეტების შეთავაზებას და მარკეტინგული სტრატეგიების განხორციელებას.
SEU-ს გუნდმა 7-დან 6 რაუნდი პირველი ადგილით დაასრულა და დიდი უპირატესობით აჯობა კონკურენტებს.
შეჯიბრში SEU-ს სახელით მონაწილეობას იღებდნენ:
შოთა გოგუაძე, იარა ალბარი და არვინ ჯაფარ მომთაზი.
მათ მენტორობას უწევდა SEU-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი და ასოცირებული პროფესორი - თენგიზ თაქთაქიშვილი.