6 მაისს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ, სსიპ ქალაქ თბილისის N146 საჯარო სკოლის, სოფელ საცხენისის საჯარო სკოლისა და გორის ახალგაზრდული ცენტრი „ინოვატორის“ მოსწავლეებს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პროგრამების, გაცვლითი პროგრამებისა და სხვა მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.
ასევე, სკოლის მოსწავლეებსა და წარმომადგენლებს შეხვდნენ პროგრამის ხელმძღვანელები.
პედაგოგებს ჩაუტარდათ ტრენინგი: „თანამედროვე სწავლების მეთიდები“.
ხოლო სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ჩაუტარდათ ტრენინგი: „როგორ ავირჩიო პროფესია“.