5 მაისს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ პუბლიკაციის: "გზამკვლევი აკადემიურ წერაში" პრეზენტაციას უმასპინძლა.
ღონისძიებაზე სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებმა მიიღეს სასარგებლო რჩევები სამაგისტრო ნაშრომის შედგენის მეთოდოლოგიასა და აკადემიური წერის სტანდარტებზე.
ნაშრომი მომზადებულია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მხარდაჭერით, აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო პროექტის ფარგლებში. ასოცირებული პროფესორის - ინა შანავას მიერ კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა აკადემიურ წერასთან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევები.
SEU-ს სტუდენტებმა საჩუქრად გზამკვლევის ბეჭდური ვერსია მიიღეს.
ღონისძიება ჩატარდა SEU-ს ახალ კამპუსში.