4 მაისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ინიციატივით ჩატარდა მასტერკლასი აბიტურიენტებისთვის, ვისაც სურს სწავლის გაგრძელება მენეჯმენტის პროგრამაზე.
სპიკერი: თენგიზ თაქთაქიშვილი - ასოცირებული პროფესორი, SEU-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი.
შეხვედრის ფარგლებში, აბიტურიენტებს ჩაუტარდათ ორსაათიანი მასტერკლასი მენეჯმენტის თანამედროვე საკითხების შესახებ, აგრეთვე გაიმართა როლური თამაში გუნდებს შორის და მონაწილეებმა იმუშავეს ესეზე: ,,ჩემი თვალით დანახული მენეჯერი".
გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც სიგელები გადაეცათ, ხოლო დანარჩენი მონაწილეები სერფიტიკატით დაჯილდოვდნენ.