ცხადდება მიღება გაცვლით პროგრამაზე ბრაგანცას უნივერსიტეტში შემოდგომის სემესტრისთვის.
სასწავლო პროცესი 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებრვლამდე გაგრძელდება.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 15.05.2022.
SEU-სა და ბრაგანცას შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, სტუდენტები თავისუფლდებიან სწავლის გადასახადისაგან მასპინძელ უნივერსიტეტში.
გთხოვთ იხილოთ მათი ინგლისურენოვანი კურსების ჩამონათვალი:
საჭირო საბუთების ჩამონათვალი:
შერჩევის პროცედურებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ გვერდზე:
მეტი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს მეილზე: [email protected]
ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტი (Polytechnic Institute of Bragança) პორტუგალიის წამყვანი გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტია, რომელიც 8000 სტუდენტს და 500-მდე მკვლევარს, მეცნიერს და პროფესორს აერთიანებს. უნივერსიტეტს ყოველწლიურად 900-მდე საერთაშორისო სტუდენტი სტუმრობს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, SEU-ს სტუდენტებს უკვე რამდენიმე წელია საშუალება აქვთ 1 ან 2 სემესტრი გაატარონ ბრაგანცაში.