20 აპრილს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: ,,რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში და მისი გეოსტრატეგიული ანალიზი.”
სპიკერი: ვახტანგ მაისაია - პოლიტიკისა და სამხედრო მეცნიერების დოქტორი, SEU-ს მოწვეული ლექტორი, ვარშავის უნივერსიტეტების პროფესორი.
შეხვედრის ფარგლებში, დამსწრე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები და განეხილათ მათთვის საინტერესო დეტალები.