12-13 აპრილს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართა საერთაშორისო კვლევითი პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება საერთაშორისო კვლევითი პროექტის MOVETIA-ს (შვეიცარიის განათლების სისტემის მობილობის ეროვნული ფონდი) ფარგლებში, აღმოსავლეთ შვეიცარიის უნივერსიტეტთან (OST) პარტნიორობით და ეძღვნება ოჯახში ძალადობის საკითხების პრობლემებსა და გამოწვევებს საქართველოსა და შვეიცარიაში.
შეხვედრას უძღვებოდნენ აღმოსავლეთ შვეიცარიის უნივერსიტეტის OST-ის პროფესორი გაბრიელა შმიდი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს ვიცე-რექტორი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, პროფესორი ანა ფირცხალაშვილი. პროექტში მონაწილე შვეიცარელმა და ქართველმა სტუდენტებმა და მკვლევრებმა შეიმუშავეს კვლევისთვის საჭირო შემდეგი ნაბიჯები.
კვლევის შედეგების წარდგენა მოხდება ამა წლის ივლისში სანტ-გალენში (შვეიცარია).