19 აპრილს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ორგანიზებით, შემოქმედებითობისა და ინოვაციის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა მესამე სემინარი თემაზე: “როგორ გავიდეთ ექსპორტზე ელექტრონული კომერციის მეშვეობით.”
სპიკერი: ეკატერინა (კატო) რამიშვილი - ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, "ქისას" დამფუძნებელი, Etsy და Shopify -ს პლატფორმების ექსპერტი.
შეხვედრის ფარგლებში, სპიკერმა ისაუბრა ელექტრონული კომერციის სხვადასხვა პლატფორმებზე, საკუთარ გამოცდილებაზე, დარგში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე და უპასუხა მონაწილეთა კითხვებს.