18 აპრილს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ორგანიზებით, შემოქმედებითობისა და ინოვაციის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა მეორე სემინარი თემაზე: „კრიპტო & ბლოკჩეინ ინდუსტრია საქართველოში", “სტარტაპი Ambry - გზა იდეიდან სოლიდურ დაფინანსებამდე”.
სპიკერი: ლუკა ლომსაძე - საქართველოში უმსხვილესი ონლაინ საფულის, eMoney-სა და ასევე, საქართველოში ყველაზე დიდი კრიპტო exchange პლატფორმის - MyCoins-ის პროექტების მენეჯერი; სტარტაპ Ambry-ს, ბლოკჩეინზე დაფუძნებული AML-ის ანალიტიკური პლატფორმის, თანადამფუძნებელი.
აღნიშნული სემინარი განსაკუთრებით დაეხმარა მათ, ვისაც სურთ საკუთარი სტარტაპის განვითარება, დაინტერესებულნი არის ინოვაციური მიდგომებითა და კრიპტო & ბლოკჩეინ ინდუსტრიით.
სპიკერმა მონაწილეებს გააცნო უახლესი ინფორმაცია საკითხის ირგვლივ და უპასუხა მათ კითხვებს.