18 აპრილს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „ომი და ჟურნალისტიკა.“
ლექციის ფარგლებში, განხილული იყო:
სპიკერი: პოლ ბელი - სტრატეგიული კომუნიკაციების, პოლიტიკისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის წამყვანი სპეციალისტი დიდი ბრიტანეთიდან. გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი წამყვანი და გამოცდილი სტრატეგიული კომუნიკაციების მრჩეველი, რომელიც სპეციალიზებულია პოლიტიკაში, განვითარებასა და კონფლიქტებში. იმ პერიოდში, როდესაც სამხრეთ აფრიკა დემოკრატიულ ღირებულებებს შეუერთდა, იყო ჯერ კეიპტაუნის უმსხვილესი გამოცემის პოლიტიკური ჟურნალისტი, შემდეგ კი რედაქტორი. მოგვიანებით პოლ ბელი შეუერთდა კომპანია „ბელ პოტინჯერს“ - ლონდონის უდიდეს გეოპოლიტიკურ საკონსულტაციო კომპანიას.
აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წელია, პოლ ბელი ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში, ხელმძღვანელობს სტრატეგიის შემუშავებას სხვადასხვა საერთაშორისო პროექტზე. თებერვალში მუშაობდა უკრაინაში, ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის ძალებისთვის წარმოებულ კამპანიაზე.
ლექცია ჩატარდა ინგლისურ ენაზე, თუმცა განხორციელდა სინქრონული თარგმანი ქართულ ენაზე.
სპიკერმა დამსწრე საზოგადოებას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა და პასუხი გასცა მათ კითხვებს.