9 აპრილს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის N1 საჯარო სკოლასა და სსიპ – ქალაქ ქარელის N2 საჯარო სკოლას უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პროგრამების, გაცვლითი პროგრამებისა და სხვა მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.
ასევე, სკოლის მოსწავლეებსა და წარმომადგენლებს შეხვდნენ პროგრამის ხელმძღვანელები.
პედაგოგებს ჩაუტარდათ ტრენინგი: „თანამედროვე სწავლების მეთიდები“.
სპიკერი: თინათინ გაბრიჩიძე (SEU-ს მოწვეული ლექტორი).
ხოლო სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ჩაუტარდათ ტრენინგი: „როგორ ავირჩიო პროფესია“.
სპიკერები: მარიამ გვილავა (SEU-ს ასისტენტ-პეროფესორი); ინა შანავა (SEU-ს ასისტენტ-პეროფესორი).