29 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში აბიტურიენტებისთვის ჩატარდა ინგლისური ენის უფასო მასტერკლასი.
მასტერკლასს გაუძღვა ნინო ჩიქოვანი - SEU-ს უცხო ენების კათედრის ხელმძღვანელი.
აბიტურიენტები გაეცნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების (ინგლისურ ენაში) სპეციფიკას და გასათვალისწინებელ საკითხებს.
ასევე, შეისწავლეს დავალების შესრულების ტექნიკები, მოცულობითი მასალის გაცნობა და დაძლევა მოკლე დროში, ესეს და წერილის წერა.
თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქრები.