SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის ოფიციალური ვიზიტი პორტუგალიაში
29 მარტი, 2022
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი მაკა კუჭავა, ერასმუსის პროგრამის ფარგლებში, ოფიციალური ვიზიტით პორტუგალიაში, ბრაგანცას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში იმყოფებოდა (ipb Braganca).
ქალბატონ მაკას, სამუშაო შეხვედრები ჰქონდა, უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან ლუიშ პაშთან, ასევე, სხვადასხვა პროგრამისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელთან.
შეხვედრისას შეთანხმება შედგა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე:
- მომავალ სემესტრში SEU-ს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტის აკადემიური პერსონალი, რომლებიც სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს ჩაუტარებენ ტრენინგებს: მენეჯმენტის და IT მიმართულებით;
- დაიგეგმა შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც აკადემიური პერსონალისთვის მოხდება გამოცდილების გაზიარება სწავლა-სწავლების მეთოდების შესახებ;
- შეთანხმდა, რომ ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენლები ჩვენს აკადემიურ პერსონალს საინფორმაციო შეხვედრებს ჩაუტარებენ თავიანთი სამეწარმეო ლაბის მოდელთან და კონცეფციასთან დაკავშირებით;
- ipb ქმნის უნივერსიტეტების ასოციაციას 8 უნივერსიტეტთან ერთად, ევროკავშირის გრანტის მოპოვების მიზნით - ამ უნივერსიტეტებს შორის SEU-ც იქნება, როგორც ასოცირებული წევრი.
SEU-სა და ipb უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა რამდენიმე წელია მიმდინარეობს, თანამშრომლობა საკმაოდ სწრაფად და ნაყოფიერად ვითარდება. აღსანიშნავია, რომ გაცვლითი პროგრამით არაერთმა სტუდენტმა ისარგებლა.
პარტნიორობა ასევე ითვალისწინებს, ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობას.