25 მარტს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველებისათვის ღია კარის დღეს უმასპინძლა.
მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ და სად უნდა გაიარონ რეგისტრაცია, რომელია ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები, რა უნდა გაითვალისწინონ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის დროს და სხვ.
აბიტურიენტების კითხვებს უპასუხა ქალბატონმა მაია გაბუნიამ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა.
მონაწილეებმა, ასევე მიიღეს ინფორმაცია SEU-ს საბაკალავრო პროგრამების და SEU-ს განსაკუთრებული შეთავაზებების შესახებ.