23 მარტს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს იურისტთა კლუბის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე: „გადახდისუუნარობის სამართალი - საბოლოო განაჩენი თუ სამეწარმეო საზოგადოების გაჯანსაღებაზე ზრუნვა.“
სპიკერი: თამთა მარგველაშვილი - SEU-ს მოწვეული ლექტორი, LL.M. KU Leuven, „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“-ს იურისტი.
ლექციის ფარგლებში, სპიკერმა მიმოიხილა გადახდისუუნარობის სამართალი.
ლექციას ესწრებოდნენ SEU-ს სამართლის პროგრამის სტუდენტები, აბიტურიენტები და სხვა დაინტერესებული პირები.
შეხვედრა ჩატარდა დისტანციურ რეჟიმში, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით.