9 მარტს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-სა და საქპატენტის სასწავლო ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში, გაიმართა პიბრიდული საჯარო ლექცია „ინტელექტუალური საკუთრების შესახებ“, რომლის მიზანი იყო სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ცნობიერების ამაღლება დარგის მიმართულებით.
სპიკერები:
ლექციაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები, კერძოდ: სასაქონლო ნიშნები, გეოგრაფიული აღნიშვნები, დიზაინი, ისევე როგორც, გამოგონება და ახალი ჯიშები.
საქპატენტის დარგობრივი დეპარტამენტების წარმომადგენლებმა, მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია დარგის მნიშვნელობის, მისგან გამომდინარე უფლებების კომერციალიზაციის გზებისა და სარგებლის შესახებ, ასევე განიხილეს სფეროში მოქმედი, როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩო.
საჯარო ლექცია ჩატარდა ჰიბრიდულ რეჟიმში - ადგილზე, SEU-ს ბიბლიოთეკაში და დისტანციურად, ZOOM-ში.