ანაზღაურებადი სტაჟირება SEU-ში ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე
11 მარტი, 2022
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტში ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
- ანაზღაურება: 300 ლარი
- სტაჟირების პერიოდი - 3 თვე
- სამუშაო გრაფიკი: არასრული სამუშაო განაკვეთი
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი ( სტუდენტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურთან გადამისამართება);
- გამავალი ზარის განხორციელება და ინფრომაციის მიწოდება სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის;
- სასწავლო ბაზაში არსებული საინფორმაციო ველის ყოველდღიური მონიტორინგი და შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
- პრობლემური საკითხების გამოვლენა და შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება;
- სოციალურ ქსელში შემოსულ შეტყობინებენზე პასუხის გაცემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: ბაკალავრის ან მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- უცხო ენები: ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამები: MS Office - სამომხმარებლო დონეზე.
პიროვნული უნარები:
- გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- კონფლიქტების მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ინფორმაციის შეგროვების უნარი;
- ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
- დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.
შერჩევის ეტაპები:
- CV - ების გადარჩევის ეტაპი;
- ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესებულმა პირებმა 27 მარტის ჩათვლით 18:00 საათამდე გამოგვიგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.