ჩვენი სტუდენტების ინიციატივით, 7 - 8 მარტს SEU-ში ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც საჭირო ნივთები და მედიკამენტები შეგროვდა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.
ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პროცესში მონაწილეობა მიიღეს, როგორც SEU-ს სტუდენტებმა, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა, ასევე რიგითმა მოქალაქეებმა.
SEU დიდ მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს, რომელმაც შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად გამოხატა მხარდაჭერა.