9 მარტს, SEU-ს სამუშაო ვიზიტით რიგის ტრანსპორტის და ტელეკომუნიკაციების ინსტიტუტის საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულების ხელმძღვანელი პირები ეწვივნენ.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები. ასევე, დაიგეგმა საერთო პროექტები სხვადასხვა მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში, SEU-სა და რიგის ტრანსპორტის და ტელეკომუნიკაციების ინსტიტუტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.