სტაჟირება SEU-ს კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურში
02 მარტი, 2022
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურში.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
ანაზღაურება: 300 ლარი
სტაჟირების პერიოდი - 3 თვე
სამუშაო გრაფიკი: არასრული სამუშაო განაკვეთი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- SEU-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის კარიერული სერვისების განხორციელება და განვითარება;
- პოტენციურ დამსაქმებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და მის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
- ტრენინგების/ვორქშოფების/დასაქმების ფორუმების ორგანიზება;
- სტუდენტებთან, სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფებთან, სტუდენტურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და კურსდამთავრებულებთან პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობა და კოორდინირება;
- SEU-ს სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის სხვადასხვა აქტივობებისა და პროექტების ორგანიზება და განხორციელების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: ბაკალავრის ან მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- უცხო ენები: ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამები: MS Office - სამომხმარებლო დონეზე.
პიროვნული უნარები:
- შედეგზე ორიენტაციის უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ინფორმაციის გაზიარების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი.
შერჩევის ეტაპები:
- CV - ების გადარჩევის ეტაპი;
- ინდივიდუალური გასაუბრება;
დაინტერესებულმა პირებმა 9 მარტის ჩათვლით 18:00 - მდე გამოგვიგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სტაჟიორი კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურში წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.