23 თებერვალს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ინიციატივით, ჩატარდა ვებინარი სახელწოდებით: „აღმოაჩინე პროფესია ტურიზმის სფეროში.“
ვებინარზე განხილული იყო ყველა ის მიმართულება, რომელსაც მოიცავს ტურიზმის სფერო. მონაწილეები გაეცნენ დასაქმების პერსპექტივებსა და სფეროებს.
ვებინარი ჩაატარეს SEU-ს ტურიზმის პროგრამის ლექტორებმა და პროგრამის ხელმძღვანელმა.
აბიტურიენტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა, მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ტურიზმის სფეროს შესახებ.