ბადენ-ვიურტემბერგის უნივერსიტეტი (DHBW) SEU-ს სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს სტიპენდიის მოსაპოვებლად, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, 1 სემესტრი, შემოდგომის სემესტრი ისწავლონ გერმანიაში, ამ უნივერსიტეტში.
სალექციო პერიოდი: 1 ოქტომბერი - 31 დეკემბერი 2022.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია SEU-ს ყველა საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს. (გარდა სამარათლის და მედიცინის პროგრამებისა)
სწავლების ენა: ინგლისური ენა
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 მარტი
სტიპენდია ითვალისწინებს ყოველთვიური ცხოვრების ხარჯს 1000 ევროს ოდენობით. სტუდენტი ასევე თავისუფლდება სწავლის გადასახადისგან ბადენ-ვიურტემბერგის უნივერიტეტში.
საჭირო საბუთების ჩამონათვალი:
სტიპენდიაზე დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ გვერდზე:
https://www.karlsruhe.dhbw.de/en/exchange-students/general-information.html
შერჩევა მოხდება SEU-ში დადგენილი კონკურსით რომლის პროცედურებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე https://www.seu.edu.ge/ka/1518/
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს [email protected]
სწავლის ან კვლევისთვის საზღვარგარეთ ყოფნის გარდა, ბადენ-ვიურტემბერგის სტიპენდიის მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა განავითარონ თავიანთი პიროვნული უნარები და მიიღონ საერთაშორისო დონის სტანდარტების სწავლის შესაძლებლობა სხვადასხვა კულტურისა და წარმომავლობის მქონე სტუდენტებთან ერთად.