ინფორმაცია მედიცინის ფაკულტეტზე გამოცხადებული აკადემიური კონკურსის ვადების ცვლილების შესახებ
01 თებერვალი, 2022
აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად მედიცინის ფაკულტეტზე, დიპლომირებული სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებით რექტორის 2021 წლის 15 დეკემბრის N843 ბრძანებით გამოცხადებული აკადემიური კონკურსის ვადების შესახებ ცვლილება (ბრ#061).
კონკურსის ვადები:
- კონკურსი გამოცხადებულია 2021 წლის - 15 დეკემბრიდან;
- აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 16 იანვრიდან - 14 თებერვლის ჩათვლით;
- კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა: 2022 წლის 15 - 16 თებერვალი;
- კონკურსის მეორე ეტაპი ტესტირება / საჩვენებელი ლექცია - ინგლისურ ენაში კომპეტენციის დასადასტურებლად: 2022 წლის 17 თებერვალი;
- კონკურსის მესამე ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება: 2022 წლის 18-21 თებერვალი (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ);
კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 2022 წლის 22 თებერვალი:
- სააპელაციო განაცხადის მიღება: 2022 წლის 23 თებერვლის ჩათვლით;
- სააპელაციო განაცხადების განხილვა: 2022 წლის 24 თებერვალი;
- კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნება: 2022 წლის 25 თებერვალი.
საკონკურსო ვაკანსიები:
თერაპიული სტომატოლოგია:
- ასოცირებული პროფესორი – 2 ვაკანსია;
- ასისტენტ-პროფესორი – 2 ვაკანსია;
ქირურგიული სტომატოლოგია:
- პროფესორი - 1 ვაკანსია
- ასისტენტ-პროფესორი – 2 ვაკანსია
ორთოპედიული სტომატოლოგია:
- პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ასისტენტ-პროფესორი – 2 ვაკანსია;
ბავშვთა სტომატოლოგია:
- ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია;
- ასისტენტ-პროფესორის – 1 ვაკანსია;
ორთოდონტია:
- ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია;
- ასისტენტ-პროფესორი – 1 ვაკანსია;
დეტალური ინფორმაცია აკადემიური კონკურსის შესახებ იხილეთ დანართი N 1
დანართი 1 -აკადემიური კონკურსისაკონკურსოანკეტასაკონკურსო განცხადების ფორმა