ანაზღაურებადი სტაჟირება SEU-ში პერსონალის მართვის სამსახურში
07 თებერვალი, 2022
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას პერსონალის მართვის სამსახურში სპეციალისტის პოზიციაზე.
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
- ანაზღაურება: 300 ლარი
- სტაჟირების პერიოდი - 3 თვე
- სამუშაო გრაფიკი: არასრული სამუშაო განაკვეთი
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- პერსონალის მოზიდვისა და შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება;
- უნივერსიტეტის ადმინისტრაციული, აკადემიური და მოწვეული პერსონალის თანამდებობებზე დანიშვნის პროცესში მონაწილეობა; ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;
- პერსონალის რეესტრის მართვის პროცესში მონაწილეობა;
- პერსონალის ტრენინგების ორგანიზებისა და განხორციელების პროცესის მხარდაჭერა;
- თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურების მხარდაჭერა;
- თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვის პროცესის მხარდაჭერა;
- პერსონალის შეფასების პროცესის მხარდაჭერა;
- პერსონალის მართვის სამსახურში მიმდინარე სხვა პროცესებში ჩართულობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
- ბაკალავრის ან მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- უპირატესობა მიენიჭება მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს.
უცხო ენები:
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
კომპიუტერული პროგრამები:
- MS Office - სამომხმარებლო დონეზე;
პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- შედეგზე ორიენტირების უნარი;
შერჩევის ეტაპები:
- CV - ების გადარჩევის ეტაპი;
- ინდივიდუალური გასაუბრება;
დაინტერესებულმა პირებმა 13 თებერვლის ჩათვლით გამოგვივზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი მისამართზე: hr@seu.edu.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სტაჟიორი პერსონალის მართვის სამსახურში წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.