2 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ბიბლიოთეკამ, უმასპინძლა ღონისძიებას - წიგნის საჯაროდ კითხვა და დისკუსია რუსთველისა და ჰომეროსის შესახებ.
ღონისძიება ჩატარდა ჰიბრიდულ რეჟიმში: ადგილზე, SEU-ს ბიბლიოთეკაში და დისტანციურად Zoom პლატფორმის საშუალებით.
მოდერატორი გახლდათ SEU-ს ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი, მწერალი - ქეთი ნიჟარაძე.
მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის სასურველი ამონარიდები წაეკითხათ პოემებიდან და მიეღოთ მონაწილეობა მსჯელობაში.
თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქრები.