20 იანვარს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ორგანიზებით, ჩატარდა ინგლისური ენის უფასო მასტერკლასი აბიტურიენტებისათვის. შეხვედრა წარიმართა დისტანციურ რეჟიმში, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით.
მასტერკლასს გაუძღვა ნინო ჩიქოვანი - SEU-ს უცხო ენების კათედრის ხელმძღვანელი. მასტერკლასის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების (ინგლისურ ენაში) სპეციფიკას და გასათვალისწინებელ საკითხებს, ისწავლეს დავალების შესრულების ტექნიკები, მოცულობითი მასალის გაცნობა და დაძლევა მოკლე დროში, ესეს და წერილის წერა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები და აბიტურიენტები, თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.