მობილობა SEU-ში
17 იანვარი, 2022
საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში, 2021-2022 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge რეგისტრაცია იწარმოებს 2022 წლის 28 იანვრიდან - 2022 წლის 8 თებერვლის 18.00 საათამდე.
მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება პორტალზე https://students.emis.ge
ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგის საფუძველზე SEU-ში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადებს გაცნობებთ დამატებით.
SEU-ში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ჩარიცხვამდე:
- განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
- პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ქსეროასლი;
- სტუდენტის სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი;
- სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვისა და სხვა სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების დამოწმებული ასლები.
ჩარიცხვის შემდეგ:
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი;
- ფოტოსურათი 3X4 (CD-ზე ელექტრონულად);
- წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
- სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ბრძანება.