21 დეკემბერს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს, კავკასიის უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2020 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული პროექტის პრეზენტაცია.
პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში დაცული ტრადიციული მუსიკის უნიკალური საექსპედიციო ჩანაწერების აუდიო და ვიდეოარქივის მასალების გამოცემას. მომზადდა 2 ორენოვანი გამოცემა:
ღონისძიების ფარგლებში, SEU-ს რექტორმა, ბატონმა გია კავთელიშვილმა აუდიტორიას სიტყვით მიმართა:
„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ შესაძლებლობისთვის, რომ მხარი დამეჭირა ამ შესანიშნავი პროექტისთვის. თითოეულ ჩვენთაგანს გაცნობიერებული გვაქვს ქართული ტრადიციული მუსიკის უნიკალური ჩანაწერების შეუცვლელი ისტორიული, სამეცნიერო და მხატვრული ღირებულება. აუდიოჩანაწერი უნიკალური საშუალებაა მსმენელისათვის გაიცნოს და ეზიაროს ქართულ ტრადიციულ სამუსიკო კულტურას“.
პრეზენტაციის შემდეგ ჩატარდა ქართული ფოკლორული მუსიკის მცირე კონცერტი.