„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ს ორგანიზებით ჩატარებულ კონკურსში - „საგამოძიებო ჟურნალისტიკა“ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა - ელენე ბენიძემ მესამე ადგილი მოიპოვა.
კონკურსის მიზანი იყო სტუდენტებს მიეღოთ ცოდნა საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, ექსპერტების ცოდნის გაზიარებით, გაეუმჯობესებინათ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარები და პრაქტიკაში მათი გამოყენება.
კონკურსი განხორციელდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.