13-17 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ინიციატივით, ჩატარდა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების ონლაინ კვირეული.
კომპანიებისთვის CSR-ი ფართო საზოგადოებასთან და მომხმარებლებთან კომუნიკაციის და მათთვის საჭირო შეტყობინებების გადაცემის ერთ-ერთი საუკეთესო გზა გახდა. ამასთან, მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების კვალდაკვალ, საქართველოში სულ უფრო მეტი ორგანიზაცია ინტერესდება მდგრადი განვითარების საკითხებით და ცდილობს ამ მიმართულებით საკუთარი წვლილი შეიტანოს.
კვირეულის ფარგლებში, განხილული იყო CSR - ის შემდეგი აქტუალური საკითხები:
ბიზნესის და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს აღნიშნულ გამოწვევებზე, შემოგვთავაზეს პრობლემის გადაჭრის გზები და გაგვიზიარეს საუკეთესო პრაქტიკა.