15 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ ონლაინ ღია კარის დღეს უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ აბიტურიენტები, სკოლის მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული პირები.
შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა - მარიამ ლაბუჩიძემ და სტუდენტური სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - ეკატერინე შიშინაშვილმა მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.