14 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ადგილობრივი თვითმმართველობების თემით დაინტერესებულ მოსწავლეებს, მუნიციპალურ სამართალში ტრენინგი ჩაუტარეს SEU-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა ნატა სუხაშვილმა და მაკა პაპაშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის საკვანძო საკითხებზე ისაუბრა ლექტორმა ნინო ფურცხვანიძემ, ხოლო საკრებულოს საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბატონმა კახაბერ ლაბუჩიძემ გააცნო. მან ასევე ისაუბრა მოქალაქის როლზე თვითმმართველობის განხორციელების პროცესში და ასევე იმ გამოწვევებზე, რაც დღეს ამ მიმართულებით არის.
აღსანიშნავია, რომ 175-ე საჯარო სკოლასა და SEU-ს შორის 2021 წლის 8 ივლისს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მოიცავს:
მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.