10 დეკემბერს, SEU-ში ინგლისურენოვანი მედიცინის პროგრამის პირველკურსელი სტუდენტების საორიენტაციო ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს პირველკურსელმა სტუდენტებმა, შეხვედრას ესწრებოდნენ SEU-ს ვიცე-რექტორები: გიორგი ღავთაძე და გოდერძი ბუჩაშვილი, ასევე, უნივერსიტეტის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. SEU-ს ადმინისტრაციულმა პერსნალმა პირველკურსელთა ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხები გასცა.