7 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEU-ს კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა გაცნობითი შეხვედრა სამსახურის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შორის.
შეხვედრა იყო ინტერაქციული, სადაც სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს დასაქმების, სტუდენტური კლუბებისა და სხვა მათთვის ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ.