ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ხელმძღვანელი
08 დეკემბერი, 2021
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე.
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
- სამუშაო გრაფიკი: სრული (40 საათი)
- გამოცხადების თარიღი: 07/12/2021
- საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21/12/2021
ძირითადი მოვალეობები:
- საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსობრივი განვითარება:
- პროგრამის აკადემიური რესურსების განვითარება და ახალი პერსონალის მოზიდვის ხელშეწყობა;
- პროგრამის განხორციელების ადმინისტრირება;
- საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში მონაწილეობა;
- პროგრამის წარმომადგენლობა, საინფორმაციო მხარდაჭერა და პოპულარიზაცია;
- პროგრამაზე გარე აქტივობების განხორციელება და მონაწილეობის მიღება;
- პროგრამის განხორციელების ფარგლებში სხვა საჭირო დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება - 5 წელი;
- პროგრამის ხელმძღვანელობის გამოცდილება - 1 წელი;
- შესაბამისი მიმათულებით დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- ინგლისური ენა - B2;
- კომპიუტერული პროგრამები - (MS office: word, excel, power point);
- შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ პროგრამის ხელმძღვანელი დაიკავებს SEU-ს აკადემიურ თანამდებობას ვალდებულია აფილირება მოახდინოს SEU-სთან.
პიროვნული თვისებები
- სტრატეგიული აზროვნების უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზაციის მიზნებისა და შედეგების მიღწევაზე ორიენტირების უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
განცხადების წარდგენის პროცესი:
- დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
- გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
- გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
- დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ: www.seu.edu.ge