6 დეკემბერს, ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ კვირეულის გახსნით ღონისძიებას, საჯარო ლექციას სახელწოდებით - ენერგიის უფლება - უმასპინძლა.
ლექციის სპიკერი გახლდათ ირაკლი სამხარაძე - SEU-ს ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი.
საჯარო ლექციაზე სპიკერმა ისაუბრა ენერგიის უფლებაზე, რაც სიახლეა როგორც საერთაშორისოდ აღიარებული უფლება. თანამედროვე სამყაროში აქტიურად საუბრობენ ამ უფლების შესახებ.
შეხვედრა წარიმართა ჰიბრიდულ რეჟიმში.