1 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს ეწვია, WorldChicago-ს პროგრამების დირექტორი - დენის მეტსონი. ორგანიზაცია WorldChicago-ს პარტნიორობით საქართველოში ხორციელდება „მედია განათლების“ პროექტი, რომლის მიზანია ქართულ მედია სკოლებში ჟურნალისტიკის სწავლების გაძლიერება და თანამედროვე მედია სტანდარტების დანერგვა.
პროექტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ფინანსდება და საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ ხორციელდება. საქართველოს ეროვნულ უნივერსიტ SEU-ში ქალბატონ დენის მეტსონს უმასპინძლეს ვიცე - რექტორებმა გოდერძი ბუჩაშვილმა და გიორგი ღავთაძემ, ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა თინათინ ზაქარაშვილმა.
ამერიკელი სტუმრებისათვის მნიშვნელოვანი იყო SEU-ს ინფრასტრუქტურისა და ჟურნალისტიკის მედია ლაბორატორიის გაცნობაც.
SEU-სა და WorldChicago-ს წარმომადგენლებს შორის დაისახა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს თანამედროვე მედია სტანდარტების დანერგვას საქართველოს სკოლებში.