ონლაინ-საჯარო ლექცია - „გენდერული ძალადობის ფსიქო-სოციალური ასპექტები“
30 ნოემბერი, 2021
29 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ინიციატივით, ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა ონლაინ-საჯარო ლექცია თემაზე: „გენდერული ძალადობის ფსიქო-სოციალური ასპექტები“.
ლექციაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
- გენდერული ძალადობა, როგორც ფსიქოლოგიური ტრავმა;
- მოძალადის და მსხვერპლის ფსიქოლოგიური, ქცევითი მახასიათებლები;
- ძალადობის ციკლი;
- მსხვერპლის შეგრძნებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მის თანამშრომლობას სამართალდამცავ ორგანოებთან;
- სახელმწიფო სერვისების როლი ძალადობის მსხვერპლთა დახმარება/გაძლიერების პროცესში;
ონლაინ-საჯარო ლექციის სპიკერები იყვნენ:
- მარიამ გვილავა - ფსიქოლოგი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, SEU-ს ასისტენტ-პროფესორი;
- ინა შანავა - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, SEU-ს ასოცირებული პროფესორი.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა დასვეს კითხვები და მიიღეს ინფორმაცია სპიკერებისგან.