26 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ პირველკურსელ, უცხოელ სტუდენტებთან საორიენტაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრა წარიმართა დისტანციურ რეჟიმში და მას ესწრებოდნენ SEU-ს ვიცე-რექტორი ადმინისტრაციული მიმართულებით - გოდერძი ბუჩაშვილი, ასევე, უნივერსიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელები და აკადემიური პერსონალი.
აღნიშნულ შეხვედრაზე, სტუდენტება მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია სასწავლო პროცესთან და მათთვის სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.