25 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ხარისხის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა SEU-ს აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ფაკულტეტის დეკანები, პროგრამის ხელმძღვანელები და ვიცე-რექტორები.
შეხვედრის ფარგლებში, ინსტიტუციური განვითარების მრჩეველმა - ლუკა კავთელიშვილმა და სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა - დავით ყიფიანმა ისაუბრეს წლიურ ანგარიშებსა და სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის სამომავლო სტრატეგიულ გეგმაზე, განვითარების შესაძლებლობებსა და ახალ ინიციატივებზე.