17 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ მოწვეული ლექტორის - ნატალია გლოვაჩკას პირველ ონლაინ ვებინარს უმასპინძლა ტურიზმის სფეროს შესახებ.
ვებინარის ფარგლებში, სპიკერმა ისაუბრა შემდეგ საკითხზე: სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის ქოლგის ქვეშ - საერთაშორისო პერსპექტივა. ვებინარი მიმდინარეობდა ინგლისურ ენაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ SEU-სტუდენტები.
აღსანიშნავია, რომ პროფესორი ნატალია გლოვაჩკა არის ტურიზმის მენეჯმენტის კურსის მოწვეული პროფესორი SEU-ში, ის ასევე იყო მთავრობასთან ურთიერთობის წარმომადგენელი და კორპორატიული მენეჯერი, ამჟამად კი არის ვარშავის ლაზარსკის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ლექტორი.
შეგახსენებთ, რომ ქალბატონი ნატალია შემდეგ ვებინარებს ჩაატარებს 24 ნოემბერსა და 1 დეკემბერს.