8 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ უმასპინძლა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ონლაინ საჯარო ლექციას - „ილია და ქართველი საზოგადოება“.
ლექციაზე განხილული იყო ილიას შემოქმედება, ასევე მისი ღვაწლის მნიშვნელობა ქართველი საზოგადოებისთვის.
სპიკერად მოწვეული გახლდათ ფილოლოგიის დოქტორი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი - ბ-ნ გია მურღულია.
აღსანიშნავია, რომ ლექცია განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს აბიტურიენტებს და სკოლის მოსწავლეებს უკეთ გაეცნონ ილიას შემოქმედებას.