6 ნოემბერს, SEU-მ კონკურსის - „ვწერ თავისუფალ თემას“ დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა.
საქართველოს მასშტაბით ჩატარებული წერის კონკურსის გამარჯვებული, პირველი ადგილის მფლობელი, ქალაქ თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ალავიძე გახდა.
საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა სამტრედიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ - ლუკა კიკაჩეიშვილმა.
მესამე ადგილი დაიკავა ურბნისის საჯარო სკოლის მოსწავლემ - მარიამ ინდუაშვილმა.
სპეციალური დიპლომებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდა კონკურსის სამი „გამორჩეული“ მონაწილე (IV-VI ადგილი) და ოთხი „წარჩინებული“ მონაწილე (VII-X ადგილი).
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელმა ქ-ნ მაია კობახიძემ, კონკურსის საუკეთესო ათეულის მასწავლებლები სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა. სპმთპ-გან მათ ფულადი ჯილდოები, ხოლო გამარჯვებულ სამეულს პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა 12 საუკეთესო მონაწილე, რომელთა ნაშრომებიც გამოქვეყნდება.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და მასწავლებლის სახლის წარმომადგენლები. კონკურსის ორგანიზატორებმა და პარტნიორებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ შეთანხმებას, რომლის მიხედვით კონკურსი “ვწერ თავისუფალ თემას” საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ყოველწლიურად ჩატარდება.