2 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ ბრიტანელი მათემატიკოსის - არრან ფერნანდესის საჯარო ლექციას უმასპინძლა.
არრან ფერნანდესი ბრიტანელი მათემატიკოსია, რომელიც 5 წლის იყო როდესაც მისი გამოგონილი განტოლებები ენციკლოპედიაში შევიდა, 6 წლისამ დაამთავრა საშუალო სკოლა, ხოლო 18 წლის ასაკში კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი მოიპოვა - ყველაზე ახალგაზრდამ უნივერსიტეტის ისტორიაში.
არრანმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და მათთვის სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. საჯარო ლექცია ჩატარდა ინგლისურ ენაზე, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.