საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ 11 აპრილს საერთაშორისო ჰაკათონს უმასპინძლა. პროექტი განხორციელდა ბრიტანული საბჭოსა და ბრიტანული კომპანია ,,Advantage Creative”ს მხარდაჭერით,რომლებიც წარმოადგენენ SEU-ს პარტნიორ ორგანიზაციებს.
პროექტის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ჯგუფური მუშაობის პრინციპით მოეხდინათ ბიზნეს იდეის პროტოტიპირება და მიეღოთ იდეის ბიზნეს გეგმად ჩამოყალიბების გამოცდილება საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით.
აღსაღნიშნავია,რომ SEU საერთაშორისო პროექტების საშუალებით აქტიურად უჭერს მხარს სტუდენტებს,რომ განივითარონ სამეწარმეო იდეები და ბიზნეს იდეები აქციონ რეალუარ ბიზნესად.