26 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ აბიტურიენტთა ონლაინ ღია კარის დღეს უმასპინძლა. შეხვედრას 20-მდე აბიტურიენტი დაესწრო.
აბიტურიენტებმა დასვეს კითხვები მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ და მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრას უძღვებოდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი - მარიამ ლაბუჩიძე და სტუდენტური სერვისების სამსახურის უფროსი - ეკატერინე შიშინაშვილი.
შეხვედრა წარიმართა ლიცენზირებული ZOOM-ის პლატფორმის საშუალებით.