24 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU - მ უფროსკლასელთათვის გამართული კონკურსის - "ვწერ თავისუფალ თემას" საფინალო ტურს უმასპინძლა. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ სკოლის მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით.
კონკურსის იდეის ავტორია - საორგანიზაციო საბჭოს ხელმძღვანელი და ჟიურის თავმჯდომარე ფილოლოგიის დოქტორი, განათლების სპეციალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი - გია მურღულია. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში მოწვეულნი იყვნენ ცნობილი მასწავლებლები, მწერლები, პუბლიცისტები, ხელოვნებათმცოდნეები, ფილოსოფოსები, ისტორიკოსები.
კონკურსი ჩატარდა ორ ტურად. კონკურსს ეყოლება 10 გამარჯვებული, რომელთაგან განისაზღვრება:
სამ „გამორჩეულ“ მონაწილესა (IV-VI ადგილი) და ოთხ „წარჩინებულ“ მონაწილეს (VII-X ადგილი) გადაეცემათ სპეციალური დიპლომები და საჩუქრები.
საბოლოო შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.