ვაცხადებთ მიღებას გაცვლით პროგრამაზე ბრაგანცას უნივერსიტეტში გაზაფხულის სემესტრისთვის, სასწავლო პროცესი 2022 წლის თებერვლიდან 2022 წლის ივლისამდე გაგრძელდება.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა - 15/11/2021.
SEU-სა და ბრაგანცას შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, სტუდენტები თავისუფლდებიან სწავლის გადასახადისაგან მასპინძელ უნივერსიტეტში.
გთხოვთ იხილოთ მათი ინგლისურენოვანი კურსების ჩამონათვალი: http://www.ipb.pt/go/d762
საჭირო საბუთების ჩამონათვალი:
შერჩევის პროცედურებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ გვერდზე: https://www.seu.edu.ge/ka/1518/
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს [email protected].
ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტი (Polytechnic Institute of Bragança) პორტუგალიის წამყვანი გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტია რომელიც 8000 სტუდენტს და 500-მდე მკვლევარს, მეცნიერს და პროფესორს აერთიანებს. უნივერსიტეტს ყოველწლიურად 900-მდე საერთაშორისო სტუდენტი სტუმრობს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, SEU-ს სტუდენტებს უკვე რამდენიმე წელია საშუალება აქვთ 1 ან 2 სემესტრი ისწავლონ ბრაგანცაში.