18, 19 და 20 ოქტომბერს, SEU-ში პირველკურსელებთან, მობილობით გადმოსულ და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებთან საორიენტაციო ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ SEU-ს ვიცე-რექტორი ადმინისტრაციული მიმართულებით - გოდერძი ბუჩაშვილი, ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. SEU-ს ადმინისტრაციულმა პერსონალმა სტუდენტების ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.