საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სამეცნიერო ჟურნალი "სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები" კიდევ დაემატა შემდეგ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებს: Scilit, ResearchBib, SIS. აღსანიშნავია, რომ Scilit ბაზა დაკავშირებულია Crossref - თან და მასში განთავსების შედეგად, სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები ავტომატურად ინდექსირდება Google Scholar-ის საძიებო სისტემაში. აღნიშნული ხელს უწყობს სამეცნიერო ჟურნალის ხელმისაწვდომობისა და ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო დონეზე.